|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2015 წლის ბიუჯეტში გენდერული საკონსულტაციო საბჭოს 15 რეკომენდაცია გაითვალისწინეს

ფონდ "სოხუმში" მედიის წარმომადგენლებს  ქუთაისის საკრებულოსთან არსებული გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ შემუშავებული ის რეკომენდაციები გააცნეს, რომლებიც 2015 წლის ბიუჯეტში იქნა გათვალისწინებული.

რეკომენდაციებში გათვალისწინებულია სკოლამდელი დაწესებულებების გენდერული კუთხით განვითარება, კერძოდ კი პედაგოგების გენდერული კუთხით გადამზადება. ასევე ქალთა ბიზნესის განვითარებისთვის თანხების გამოყოფა და ა.შ.

"გენდერული საკონსულტაციო საბჭოების მთავარ მიზანს ქალთა როლის ამაღლება წარმოადგენს რეგიონებში. გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ქუთაისის 2015 წლის ბიუჯეტის ფორმირებისას გაითვალისწინეს ის 15 რეკომენდაცია, რომელიც ჩვენმა საბჭომ შეიმუშავა", - აღნიშნა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ასისტენტ-მდივანმა, ნანა ჯიქიამ.

საკრებულოსთან არსებული გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე, ირმა პეტრიაშვილი შეხვედრას არ ესწრებოდა.

შეგახსენებთ, რომ გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკისა და ბიუჯეტების გენდერული ანალიზი ჩაატარა, შეიმუშავეს რეკომენდაციები გენდერული კომპონენტების გასათვალისწინებლად  და მათ ადგილობრივ ბიუჯეტებში  ლობირებას უწევენ.

2013 წლიდან 2016 წლამდე კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი "სოხუმი" ახორციელებს პროექტს "გენდერული საკონსულტაციო საბჭოები - ქალთა როლის ამაღლება რეგიონებში სოციალური ცვლილებებისთვის."

 

ავტორი: ასმათ ყურაშვილი