|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ეზღუდება თუ არა მუშაობა ,,თავისუფალ ზონას"

,,თავისუფალი ზონისწარმომადგენელი სალომე ჯავახაძე ,,newpress.ge“-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ქუთაისის  თვითმმართველობაში მათინფორმაციის მოპოვების საშუალებას არ აძლევენ".

    ,,საბინაო სამსახური არიგებდა ბროშურებს, თუ რა გააკეთა 2 წლის განმავლობაში ,,ქართულმა ოცნებამ“. ამასთან დაკავშირებით გვჭირდებოდა კომენტარი, რომ ყველაფერში გავრკვეულიყავით, თუმცა დაცვამ შენობაში შესვლა და გადაღება აგვიკრძალა, კამერაზე ხელი მიგვირტყა. მოკლედ, ადმინისტრაცია გვიქმნის პრობლემებს“,- განაცხადა  სალომე ჯავახაძემ.

    სააგენტოს წარმომადგენლები იმასაც ამბობენ, რომ საუბარი ჰქონდათ მერიის პრესსამსახურთანაც, თუმცა იქაც გარკვეული პრობლემები შეექმნათ.

    აღნიშნულ ინფორმაციას ქუთაისის მერიაში უარყოფენ და აცხადებენ, რომ ისინი ,,ნაციონალური მოძრაობისწევრების სახელზე იწერდნენ საშვებს და შენობაში არადანიშნულებისამებრ გადაადგილდებოდნენ.

,,თავისუფალი ზონის  წარმომადგენლები  ,,ნაციონალური მოძრაობის“  წევრების სახელზე იწერენ საშვს და შემდეგ მერიის შენობაში არადანიშნულებისამებრ გადაადგილდებიან,  სამოყვარულო კამერით ახდენენ ვიდეო გადაღებას. მათი უფლებები არ იზღუდება,  თუმცამათ უნდა მიმართონ პრესცენტრს შენობაში გადაღების და რესპონდენტის ჩაწერის ნებართვით და წარმოადგინონ ჟურნალისტის დამადასტურებელი მოწმობა. "თავისუფალიზონის" წარმომადგენლების ქმედება და სხვადასხვა სამსახურებში უნაბართვოდ შეჭრა პროვოკაციულ ხასიათს ატარებს",-აცხადებს ადმინისტრაციის უფროსი ზვიად ჯავახია.

 

ავტორი: გიგა გელხვიიძე