საყდრისთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები გრძელდება
სტუდენტები
საყდრისის მიმართ დაუდევარ მოპყრობასთან და განადგურებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციებს
აგრძელებენ. მათი თქმით,
საყდრისი არის ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ოქროს წარმოების
უძველესი კერა მთელს ევრაზიულ სივრცეში, რომლის დაცვა უპირველესად სახელმწიფოს მოვალეობაა. სტუდენტები ღიად აფიქსირებენ თავიანთ
პოზიციას და მკაცრად მოითხოვენ დამნაშავეების დასჯას.
"შეჩერდეს ,,არემჯი გოლდის“ მიერ საყდრისი-ყაჩაღიანის სალიცენზიო ტერიტორიაზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოების ჩატარება, რომელიც ახლახანს განახლდა და რის გამოც ძეგლი მნიშვნელოვნად დაზიანდა. დაიწყოს გამოძიება მიმდინარე პროცესებისა და დამნაშავეები დაისაჯონ კანონის შესაბამისად!“- განაცხადა "Newpress.ge"სთან საუბრისას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა ბაგრატ ინჯგიამ.
სტუდენტები აქციებს მანამ გააგრძელებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი