|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ალექსანდრე გრიგოლაშვილის მეუღლე თავდაცვის მინისტრისაგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

ალექსანდრე გრიგოლაშვილის მეუღლე თავდაცვის  მინისტრისაგან მიცვალებულისთვის ბოდიშის მოხდას ითხოვს. "ჩემი ქმარი გმირი იყო. სირცხვილია ის, რაც თავდაცვის მინისტრმა თქვა. ნამუსი თუ აქვს, უნდა გადადგეს.  ერის წინაშე არა, მოვიდეს და მიცვალებულ  წინაშე მოხადოს ბოდიში, - განაცხადა  დაღუპულის მეუღლე ქრისტინე სვანიძემ.

"ალეკო სულით მებრძოლი ადამიანი იყო,   შემდეგ რომ  თქვეს,  შეცდომა იყო გავრელებული განცხადებაო,  ეს იმიტო დაემართათ, რომ ვერ არჩევენ,  ვინაა ნამდვლი პატრიოტი. ალეკო მებრძოლად იყო დაბადებული და ყველგან თავისი სურვილით მიდიოდა. ჩვენ გვეამაყება, რომ ამ სახლში ორი ქვეყნის გმირი გაიზარდა. მან ნამდვილად ბევრი გააკეთა ქვეყნისთვის." - აცხადებენ   გარდაცვლილი ჯარისკაცის მეზობლები.

შეგახსენებთ,  თავდაცვის  სამინისმ მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში პასუხისმგებლობა  ქართველი მეომრი გარდაცვალებაზე წინა ხელისუფლებას დააკისრა და აღნიშნა, რომ ისინი საქართველოს მოქლაქეებს ქვეყნის ფარგლბს გარეთ მიმდინარე საომარ მოქედებებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.  გამოწვეული უარყოფითი რეზონანსის შემდეგ  გამოქვეყნებული განცხადება სამინისტროს ვებგვერდიდან გაქრა და განცხადება ტექნიკურ შეცდომად გამოცხადდა.

 

ავტორი: ანა ჯიქია