|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა მოხდა თერჯოლის გამგეობაში და ვის უჩივლა საკრებულოს თავმჯდომარემ?

    გავრცელებული ინფორმაციით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ მალხაზ გურგენიძემ, რომელიც პარალელურად საკონკურსო-სატესტაციო კომისიის თავჯდომარეა, კონკურსანტებს უჩივლა.

    საინფორმაციო სააგენტო ,,newpress.ge" გურგენიძეს დაუკავშირდა, რომელმაც პოლიციაში განაცხადის შეტანის ფაქტი დაადასტურა, თუმცა უარყო, რომ მან კონკურსანტებს უჩივლა, მისი თქმით, საჩივრის ადრესატები არა კონკურსანტები, არამედ საკრებულოს წევრები და მისთვის უცნობი პირები იყვნენ, რომლებიც მას სამუშაო კაბინეტში შეუვარდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს.  ,,მე კონკურსანტებისთვის არ მიჩივლია, განცხადება არის პოლიციაში და იქ ნახავთ", - განაცხადა გურგენიძემ.
    შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ტატო კუჭავას განცხადებით, გურგენიძემ განცხადება საქმესთან დაკავშირებით სამი კვირის წინ შეიტანა და სამინისტრომ საქმეზე გამოკითხვა უკვე ჩაატარა.

ავტორი: გიგა გელხვიიძე