ნოდარ ხადური სოფლის მეურნეობის მინისტრად არ დაინიშნება
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. მასში უარყოფილია გავრცელებული ინფორმაცია ნოდარ ხადურის სოფლის მეურნეობის მინისტრად დანიშვნის შესახებ. „სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საკადრო ცვლილებების შესახებ დეზინფირმაციის გამოქვეყნება კიბერშეტევის შედეგად განხორციელდა. ამასთანავე, გვინდა თხოვნით მივმართოთ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის ინფორმაციის გავრცელებისგან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურთან გადამოწმების გარეშე,“- ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზე ნოდარ ხადურის სოფლის მეურნეობის მინისტრად დანიშვნის შესახებ 21 დეკემბერს გამოქვეყნდა. ინფორმაციაში ასევე აღნიშნული იყო, რომ მმოქმედი მინისტრი ოთარ დანელია ხადურის მოადგილედ დაინიშნებოდა.
ავტორი: ანა ჯიქია