|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თამარ გვერდწითელი დავით ოქიტაშვილს სასამართლოში უჩივლებს

არ ვაპირებ თავი ვიმართლო იმის გამო, რომ ვმოღვაწეობ რუსეთში და ჩემს რეპერტუარში არის ხსენებული სიმღერა რუსეთზედუეტი სოსო პავლიაშვილთან ერთად, რომელიც ჩაწერილია 2005 წელს და არა ახლა, როგორც ამას ბატონი ოქიტაშვილი, როგორც ჩანს, მიზანმიმართულად ავრცელებს. იუთუბზე ატვირთული კლიპის შესახებ არაფერი ვიცი. უახლოეს დღეებში ჩამოვდივარ თბილისში და აუცილებლად ვუჩივლებ ოქიტაშვილს ჩემი ღირსების შელახვისათვის. შევახსენებ მასაც და სხვებსაც, თუკი ვინმე მასავით ფიქრობს, რომ მთელი ჩემი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე არ ყოფილა არც ერთი კონცერტი არც რუსეთში და არც მსოფლიოს ნებისმიერ სცენაზე, სადაც მე არ შემისრულებია ის სიმღერები, რომლებსაც სწორედ ჩემს ქვეყანას, ჩვენს გმირებს და მათ ხსოვნას ვუძღვნი, მოყოლებული 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, დღემდე. როდესაც ოქიტაშვილი აცხადებს, რომ თურმე პავლიაშვილთან დუეტით დაღუპული ბიჭების საფლავებს გადავუარე, შევახსენებ, რომ 2008 წლის ომის შემდეგ მე რუსეთის სცენაზეც ჰერიო, ბიჭებოს, მრავალჟამიერს და საქართველოს ვმღერი და არაფრის მეშინია, იმიტომ, რომ პირნათელი ვარ ჩემი ქვეყნის, ჩემი მაყურებლის და ჩემი ერის წინაშე. რატომღაც 2011-2013 წლებში, როცა არაერთი პროექტი გავაკეთეთ ერთად, ჩემს მოღალატეობას არ შეუშლია ხელი მისთვის ჩემთან ერთად გაეზიარებინა წარმატება თბილისში, ბათუმში, ბაქოში. 2008 წლის ომს არც იმაში შეუშლია მისთვის ხელი, რუსი მომღერლები ჩამოეყვანა თბილისში და ხალხთა შორის მეგობრობაზე ელაპარაკა მაღალფარდოვნად. ჩემს კონცერტებს საქართველოში რაც შეეხება, ნამდვილად არაა მისი გადასაწყვეტი, ჩემს ბიოგრაფიაში კი შავ ლაქად დარჩება მასთან ურთიერთობა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ შოკირებული ვარ მისი განცხადებებით და აუცილებლად მოვთხოვ პასუხს შეურაცხყოფისთვის”, - ნათქვამია გევრდწითელის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დაპირისპირების მიზეზი დავით ოქიტაშვილის მიერ გაზეთ „ვერსიაში“ გაკეთებული განცხადება გახდა, სადაც იგი თამარ გვერწითელისა და სოსო პალიაშვილის დუეტის შესახებ საუბრობს: ერთი რამ ვიცი-როცა საქართველოსა და რუსეთს შორის ასეთი დამოკიდებულებაა, ათასობით ადამიანი საკუთარ მიწა-წყალს, სახლკარსაა მოწყვეტილი და წლები სახლში დაბრუნებას ელის, მათთვის ასეთი ნაბიჯები თანამემამულეებისგან ბევრად მტკივნეულია. მხოლოდ ის არ მესმის, რატომ აკეთებენ აქცენტს მხოლოდ სოსოზე, ეს დუეტია თამარ გვერდწითელთან. მათგან არც მიკვირს, რადგან რუსეთის მოქალაქეები არიან, წლებია იქ ცხოვრობენ. იმედია, სოსო ჩემ სიტყვებს სწორად გაიგებს მის არჩევანს არ ვამართლებ! ვინც მიცნობს, ჩემი დამოკიდებულება არავის გაუკვირდება. ვინც გინდა იყოს, თუნდაც საკუთარი ძმა, თუ სამშობლოს წინააღმდეგ წავა, ჩემთვის აღარ იარსებებს და, დიახ, ამ სიმღერით, სოსო პავლიაშვილმა და თამარ გვერდწითელმა ომში დაღუპული ბიჭების გვამებს გადაუარეს".

ავტორი: გიგა გელხვიიძე