ფიზიკური ანგარიშსწორება პარლამენტში
დღეს,
პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მსვლელობისას უმცირესობის წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი და უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
დარბაზში სიტუაციის განმუხტვა მანდატურების დახმარებით გახდა შესაძლებელი, რომლებმაც დაპირისპირებული მხარეები დარბაზიდან გაიყვანეს.
როგორც ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისი მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი, „ნაციონალების“ მიერ ჩვეული ტყუილების პოლიტიკის გაგრძელება იყო.
„,ნაციონალური მოძრაობა“ ტყუილების თქმას ისევ აგრძელებს და ამის პატიება არ შეიძლება“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
ლევან
ბეჟაშვილს მომხდარ ინციდენთან დაკავშირებით კომენტარი ამდრომდე არ გაუკეთებია.
ავტორი: გიგა გელხვიიძე