|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" 100 ათასი ლარი გამოუყვეს

დაპირისპირების მიუხედავად, საკრებულომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილება კლუბტორპედოსდაფინანსებას შეეხებოდა. საფეხბურთო კლუბს 100 ათასი ლარი გამოუყვეს. თანხა მას ყოფილი სპონსორის , "ვისოლისგან" ჩაერიცხა

"ცვლილება შეეხებოდა კლუბისთვის 100 ათასი ლარის გამოყოფას. ორი კვირის წინ "ვისოლმა" ტორპედო დატოვა. ჯარიმის სახით მას გადასახდელი აქვს 500 ათასი ლარი, ამას ხელშეკრულება ავალდებულებს", - განაცხადა ქუთაისის ვიცე მერმა, კოტე ქავთარაძემ.

რაც შეეხება სხვა ცვლილებებს: პროგრამა "კორპუსის" ფარგლებში განსახორცილებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვას, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეობის ამხანაგობებში აღრიცხვის დამტკიცებას, 2015 წელს ქუთაისში დასაფინანსებელი პროექტების წინადადებები განხილვას,კოტე ქავთარაძის თქმითმათი დამტკიცება მუხლობრივად მოხდა.

საბოლოო ჯამში საკრებულომ რიგგარეშე მეცხრე სხომაზე წარდგენილი ოთხი საკითხი "ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების გარეშე დაამტკიცა.

ავტორი: ანა ჯიქია