კოტე ქავთარაძე: "ვისოლს" წამგებიანი ბიზნესი უნდა მიეტოვებინა"
ქუთაისის ვიცე მერი, კოტე ქავთარაძე საკრებულოს სხდომაზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და მას სამწუხარო ფაქტი უწოდა. მისი თქმით, ოპოზიცის ნაწილი არარეალურ სამყაროში ცხოვრობს.
"სხდომაზე დაფიქსირდა სამწუხარო ფაქტი. საკრებულოს ზოგიერთი ოპოზიციონერი არარეალურ სამყაროში ცხოვრობს. მათთვის არ არსებობს არანაირი ფინანსური გათვლები. მათი ბრალდებები აბსურდულია და ქცევა არაადეკვატური. "ვისოლს" სახელმწიფო ვალდებულებებისა და პროექტების გათვალისწინებით უნდა მიეტოვებინა წამგებიანი ბიზნესი, რომ სხვა სახის რესურსები განეხორციელებინა. ასეთ შემთხვევაში ქალაქი "ტორპედოს"ვერანირად ვერ მიატოვებს. ახალ სპონსორთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონკრეტული მოლაპარაკებები. ამ პერიოდში საჭიროების შემთხვევაში გუნდს თანხას გამოვუყოფთ", - განაცხადა კოტე ქავთარაძემ.
ავტორი: ანა ჯიქია