კოტე კუბლაშვილმა მედიას ანგარიში ჩააბარა
კოტე კუბლაშვილი იმერეთის რეგიონში მოქმედ ჟურნალისტებს შეხვდა და წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა. მისი თქმით, ყველაზე დიდი მიღწევა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემაა: "ბევრი მიღწევა გვაქვს; განსაკუთრებით გამოვყოფ უცხოელი კოლეგების შეფასებას, რომ სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია, მაგრამ არის ხარვეზებიც. მაგალითად, მოსამართლეები უვადოდ უნდა დაინიშნონ; მაგრამ ჯერ ეს არ განხორციელებულა. ეს ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია, რომ სასამართლო 100% -ით არაა დამოუკიდებელი,“ - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.
შეხვედრა საინტერესო აღმოჩნდა მედიისთვისაც. „მნიშვნელოვანია ის, რომ შევხვდით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. მოვისმინეთ ხარვეზები და მიღწევები. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღებთ სრულიად დამოუკიდებელ სასამართლოს“, - განაცხადა ჟურნალისტმა ნინო კაპანაძემ.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იმერეთში წლის შემაჯამებელ შეხვედრას ყოველწლიურად მართავს.
ავტორი: ანა ჯიქია