კოტე კუბლაშვილი „საიას“ გამოეხმაურა
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 2011-2014 წლებში სასამართლო მინიტორინგის შედეგები შეაჯამა. როგორც მონიტორინგიდან ირკვევა,
შემცირდა
აღკვეთის
ღონისძიებების
შესახებ
დაუსაბუთებელი
გადაწყვეტილებები;
მაგრამ
პროკურატურის
შუამდგომლობა
აღკვეთის
ღონისძიებების
შესახებ
გირაოს
ნაწილში
ჯერ
კიდევ
დაუსაბუთებელი
რჩება.
ამ საკითხზე კომენტარი
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კოტე კუბლაშვილმა დღეს, ქუთაისში მედიასთან შეხვედრის
დროს გააკეთა.
„ზუსტად ვერ გეტყვით, პროკურატურის შუამდგომლობები რჩება თუ არა პრობლემად. მაგალითად, თუ პროკურატურა 100 ათას ლარს ითხოვს გირაოდ, სასამართლო ყოველთვის ამცირებს თანხას. საერთო მონაცემებით ასეთ საქმეებში 67 პროცენტში მოსამართლეები ამცირებენ თანხას, რაც კარგია. დამატებით შემიძლია გითხრათ, რომ პატიმრობის მოთხოვნისა და გირაოს შემთხვევებში მოსამართლეები არ ითვალისწინებენ შუამდგომლობას და ადამიანებს აღკვეთის გარეშე ტოვებენ. ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრია,“- განაცხადა
Newpress.ge -ს
შეკითხვაზე
კოტე
კუბლაშვილმა.
საიამ სასამართლო მონიტორინგი თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოებში ჩაატარა.
ავტორი: ანა ჯიქია