აქცია ,,გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე“ სოფლის მეურნეობის სამინისტროში
დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლებმა მონაწილეობა აქციაში ,,გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე“ მიიღეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური უკვე მეორე წელია თანამშრომლობენ და აღნიშნულ აქციას მართავენ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლები აღნიშნულ აქციაში მონაწილეობას მომავალშიც გააგრძელებენ და სისხლს განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად უანგაროდ გაიღებენ.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა