|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ქალაქის მერმა მოქალაქეებთან ერთად გაანათა

ქუთაისში, ლადო მესხისშვილის თეატრის წინ, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე გუშინ, გვიან ღამით გაანათეს. ნაძვის ხე ქალაქის მერმა, შოთა მუღლიამ მურღულიამ, მოქალაქეებთან ერთად გაანათა. ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე და დეპუტატები დაესწრნენ. მათ მოსახლეობას დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცეს. ქალაქში ნაძვის ხის გარდა, სხვა საახალწლო აქსესუარებია ჩართული. "საახალწლო ქალაქი" პირველად 30 დეკემბერს ქალაქის ძველ უბანში განთავსდება. წელს საახალწლო ღონისძიებათა რიცხვს,  ქუთაისში, კარნავალი შეემატა, რომელიც ცენტრალული მოედნის ტერიტორიაზე მოეწყობა. საახალწლო ღონისძიებები ქუთაისში 15 იანვრამდე გასტანს.

ავტორი: ანა ჯიქია