|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოულოდნელი საახალწლო საჩუქარი ხანდაზმულებს

ქუთაისში, "წყალწითელას ხანდაზმულთა პანსიონატში" ბენეფიციარებს დამდეგი ახალი წელი საკრებულოს თავჯმდომარის მოადგილე, ნიკა ლატარიამ და 25-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა მიულოცეს.  პანსიონატში ბავშვებმა მოხუცებს  სიმღერები, ცეკვებბი და ლექსები მიუძღვნეს. ნიკა ლატარიამ  ხანდაზმულებს საჩუქრად მუსიკალური ცენტრი გადასცა.

"ვულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს ჩვენს ლამაზ და კეთილ მოხუცებს.მინდა ვუსურვო  დიდხანს სიცოცხლე  ჯამრთელობა და უზრუნველყოფილი მოხუცებულობა", - განაცხადა ლატარიამ
"ძალიან ხშირად გვანებივრებენ ასეთი ღონისძიებებით, მე მადლობელი ვარ, რომ არ გავიწყდებით და გვჩუქნით ასეთ ლამაზ საღამოებს. მინდა ყველას მივულოცო დამდეგი ახალი წელი, გისურვებთ ბედნიერებასა და ყოველივე კარგს", - აღნიშნა " წყალწითელას ხანდაზმულთა პანსიონატში" მცოვრებმა ნინო ბურჭულაძემ.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი