|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტში სიტყვიერი დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა

პარლამენტში  სიტყვიერი   დაპირისპირება  ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. დაპირისპირებაში თითქმის ყველა დეპუტატი მონაწილეობდა იმის გამო, რომ მანდატურებმა მათი გაშველება ვერ მოახერხეს. თავმჯდომარემ სხდომა რამდენიმე წუთით გადადო.
ჩხუბი ქუთაისის პარლამენტში ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციაში კვოტების გადანაწილების საკითხს მოჰყვა.
დაპირისპირებას წინ დეპუტატებს შორის დაწყებული კამათი უძღოდა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დელეგაციის შემადგენლობაში ფრაქციათა კვოტების ხელახალ განსაზღვრას აპროტესტებს.
აკაკი ბობოხიძემ მმართველი გუნდი რუსეთისკენ მისწრაფებაში დაადანაშაულა და ხიდაშელის გამოსვლა ანდაზით : "გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩება" შეაფასა. 

დეპუტატმა პოლიტიკური გამოსვლა ბილწსიტყვაობით განაგრძო, რამაც ჩხუბი გამოიწვია.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი