|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამოცხადებული კონკურსი დასრულდა

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამოცხადებული კონკურსი დასრულდა. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციაში  საკონკურსო - საატესტაციო კომისიასთან გასაუბრება 25-მა  კონკურსანტმა  გაიარა. სამხარეო ადმინისტრაციაში სულ ხუთი პოზიცია იყო ვაკანტური: რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილის, გუბერნატორის აპარატის უფროსის მოადგილის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სპეციალისტის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტის.

გამოცხადებული კონკურსის პირველ ეტაპზე მონაწილეობა 181 - მა ადამიანმა მიიღო. 

დაწუნებული კონკურსანტებიდან საპრეტენზიო კომისიას მხოლოდ ერთმა მათგანმა მიმართა.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში კონკურსი 26 დეკემბერს, გვიან ღამით დასრულდა. შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

 

ავტორი: ნიუპრესი