ქუთაისის თვითმმართველობაში გასაუბრების პირველი ეტაპი დასრულდა
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში გასაუბრების პირველი ეტაპი დასრულდა. კონკურსანტებისთვის გასაუბრების მეორე ეტაპი ახალი წლის შემდეგ დაიწყება. ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ ადგილობრივ თვითმმართველობაში მიმდინარე კონკურსის შედეგები შეაფასა. მისი თქმით, კონკურსი გამჭვირვალედ მიმდინარეობს.
"გასაუბრების პირველი ეტაპი ამ დროისათვის დასრულდა, გაგრძელდება ახალი წლის შემდეგ, პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს. მინდა ავღნიშნო, რომ 400 კონკურსანტიდან, ყველაზე კარგად კომპიუტერის ცოდნა 55 წლის ქალბატონმა გამოავლინა, რაც ძალიან გამიხარდა. საბოლოო ჯამში, მერიაში იმუშავებენ პროფესიონალი კადრები, დასაქმდება იმდენი ადამიანი, რამდენიც საჭიროა,"- აღნიშნა შოთა მურღულიამ.
ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმების მსურველები გასაუბრების მეორე ეტაპს ახალი წლის შემდეგ გაივლიან. კონკურსის დასრულების შემდეგ ადგილობრივ თვითმმართველობაში დაახლოებით 350-მდე საჯარო მოხელე იმუშავებს.
ავტორი: ანა ჯიქია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა