|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებების მსჯავრდებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

 ქუთაისის #2 და #14  სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 80-მდე ბენეფიციარს „სამოქალაქო განათლების“ კურსის გავლის შესაბამისობის სერტიფიკატები გადაეცათ. 

„ბენეფიციარებს, გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები, რომელთაც განთავისუფლების შემდეგ პოტენციურ დამსაქმებელს წარუდგენენ. დღევანდელ პირობებში სამუშაო ადგილის პოვნა რთულია, მით უმეტეს  ყოფილი მსჯავრდებულებისათვის, ამ სერტიფიკატით კი დამსაქმებელი მიიღებს ინფორმაციას, რომ კონკრეტული პიროვნების საზოგადოებაში ინტეგრირებისკენ გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია და მისთვის დადებითი გადაწყვეტილების მიღება შედარებით გაადვილდება“ , - აცხადებს ორგანიზაციის "ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ თავმჯდომარე, გიორგი ჭულუხაძე.

პროექტის „მომზადება განთავისუფლებისათვის“ ფარგლებში სულ 410 ბენეფიციარია. თბილისისა და  რუსთავის დაწესებულებებში სერტიფიკატები გადაცემა მომავალ კვირაში მოხდება.


ავტორი: ნიუპრესი