|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პირამოკერილი პატიმრის დედა პრემიერ-მინისტრს მიმართავს

პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართა ბრალდებულმა ქუთაისის ციხეში-ო. ა-მ პირი ამოიკერა  და სხვა თვითდაზიანებები მიიყენა-ამის შესახებ ინფორმაციას ბრალდებულის ოჯახის წევრები ავრცელებენ. ო. ა-ს დედის, ირმა ჯანელიძის თქმით, მისი შვილი კვირაზე მეტია შიმშილობს, ის ნაწამებია და გამოძიებისას ჩვენება უდანაშაულო პირების წინააღმდეგ მიაცემინეს. ირმა ჯანელიძე აღნიშნული ფაქტით დაინტერესებისაკენ  ქვეყნის პრემიერ-მინისტრს  მოუწოდებს, "მივმართავ პრემიერ-მინისტრს, არ მეგონა თუ ამ დროში ასეთი რამე კიდევ ხდებოდა",- აღნიშნავს ბრალდებულის დედა.

 მეუღლის,  მარიამ ნეფარიძის თქმით, ო.  ა-ს პირი აქვს ამოკერილი და ხელი დაჭედებული.  ის გამოთქვამს ეჭვს, რომ სამართალდამცველებმა მისი მეუღლისგან აღიარება წამების ისეთი მეთოდების გამოყენებით მიიღეს,  როგორიცაა ე.წ. "დუბინკით გაუპატიურება".

ოჯახის წევრები სამართლიან გამოძიებას და სასამართლოს ითხოვენ.


წყარო: რუსთავი2

ავტორი: ნიუპრესი