|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მინიატურული საბავშვო საახალწლო ქალაქი გაიხსნება

 ქუთაისის ძველ უბანში 30 დეკემბერს, 19:00 საათზე  სიმბოლურად გაიხსნება მინიატურული საბავშვო საახალწლო ქალაქი, რომელიც სადღესასწაულო დღეების განმავლობაში განლაგდება პირველი სკოლის მიმდებარე ტერიოტირიაზე.

 საახალწლო ქალაქის გახსნისას პ. ჩაიკოვსკის „მაკნატუნას“ ვალსის ფონზე მცირე პერფომანსს წარმოადგენენ პანტომიმის თეატრის მსახიობები და ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის პატარა ბალერინები, რის შემდეგაც   ქალაქის ძველ უბანი განათდება,  სწორედ ის იქნება საახაწლო ღონისძიებების ერთგვარი ეპიცენტრი.
 მსგავსი საახალწლო ქალაქი ქუთაისში წელს პირველად გაკეთდა და ის 15 იანვრამდე იქნება განთავსებული. 

ავტორი: ნიუპრესი