|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გია გოქაძე: "საკრებულო არ არის დუქანი და მერია-საბატონო"

„ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელი გია გოქაძე ქუთაისის თვითმმართველობის  წევრებს სამივლინებო ხარჯების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. გია გოქაძემ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე ყურადღება მერიის ადმინისტრაციული სამსახურის  უფროსის, ზვიად ჯავახიას  პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტზე  გაამახვილა: „ზვიად ჯავახია ვარშავაში ხელის ჩამოსართმევად იმყოფებოდა. ვარშავაში ჟვანიას სახელობის სკოლასა და პოლონეთის ადმინისტრაციის სკოლას შორის მემორანდუმის გაფორმებაზე მას არაფერი ესაქმებოდა. ეს სკოლები არ არის თვითმმართველობის ბალანსზე და ეს ორი დაწესებულება თვითონ მოაგვარებდა ამ საქმეს.  მერმა უნდა იცოდეს,  ბიუჯეტის ხარჯვა არამიზნობრივად და პირადი სიამოვნებისთვის არ შეიძლება“, - აცხადაებს გია გოქაძე. ჯავახიას ვიზიტი პოლონეთში 2 ათას 300 92 ლარი და 47 თეთრი დაჯდა. 

"ევროპა ჩვენი სახლია"-ს  დამფიძნებელს შენიშვნები საკრებულოს თავმჯდომარესთანაც აქვს. იგი პოლონეთში დავით დვალის ვიზიტსაც  გამოეხმაურა და  აღნიშნა, რომ ამ ვიზიტის შედეგები არავის უნახავს, დავით დვალი პოლონეთში საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობა ტურსალონში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდა: „ ჩვენ ვერ დავინახეთ შედეგი, რატომ იმყოფებოდა დვალი პოლონეთში, მას აქვს სრული უფლება როგორც ტურისტი, სადაც უნდა იქ წავიდეს, მაგრამ არა ბიუჯეტის ხარჯზე, მისი პოლონეთში ვიზიტი 1 515(ათასთხუთმეტიათას თხუთმეტი) ლარი დაჯდა“, - განაცხადა გია გოქაძემ. მისივე თქმით, "საკრებულო არ არის დუქანი და მერია  საბატონო, საბიუჯეტი თანხები ადგილობრივ თვითმმართველობაში კანონიერად უნდა იხარჯებოდეს".

ავტორი: ანა ჯიქია