ზვიად ჯავახია: "პოლონეთში მხოლოდ ხელის ჩამოსართმევად არ ვყოფილვარ"
ქუთაისის მერიის ადმინისრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია "ევროპა
ჩვენი სახლია"-ს დამფუძნებლის, გია გოქაძის განცხადებას ეხმაურება და
აცხადებს, რომ იგი პოლონეთის რესპუბლიკაში მხოლოდ ხელის ჩამოსართმევად არ
ყოფილა. " ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და პოლონეთის
სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობოს
მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიხედვით მოხდება თანამშრომელთა და
ინსტრუქტორთა, ტრენერთა გადამზადება, ერთობლივი მოკლე და გრძელვადიანი
სატრენინგო პროგრამების შემუშავება, საჯარო და ადგილობრივი თვითმმართელობის
მოხელეთათვის ერთობლივი კონფერენციების და გაცვლითი პროგრამების
განხორციელება, ამიტომ მე ამ შეხვედრაზე უნდა ვყოფილივავი", - აღნიშნა
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ.
ავტორი: ანა ჯიქია