|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვენ

  თერჯოლის საკრებულოს წინ დაახლოებით 100-მდე ადამიანია შეკრებილი, რომლებიც საკრებულოს თავმჯდომარის მალხაზ გურგენიძის დაკავებული პოსტიდან გადაყენებას ითხოვენ. მათი განცხადებით,  გურგენიძეს და ,,რესპუბლიკური პარტიის" ადგილობრივი ორგანიზაციის უფროსს სოფიო ბუსკივაძეს ერთგვარი ალიანსი აქვთ ,,ნაციონალურ მოძრაობასთან" და ისინი რაიონის საზიაონოდ მოქმედებენ. აქციაზე შეკრებილები იმასაც  ამბობენ, რომ საატესტაციო კომისია მიკერძოებულად მუშაობს და ცდილობენ ,,ნაციონალური მოძრაობის" კადრების ხელშეწყობას.

   ,,როდესაც ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოდიოდა, მაშინ მალხაზ გურგენიძეს საკუთარი პარტია ,,საქართველო" ჰქონდა დაფუძნებული და მის მოსვლას უარყოფითად შეხვდა. ამის შემდგომ ,,რესპუბლიკური პარტიის" ხელმძღვანელმა სოფიო ბუსკივაძემ ხელი შეუწყო მის ,,ქართულ ოცნებაში" გადმოყვანას.  იყო უამრავი პარტიის წევრობის მსურველი თუმცა გურგენიძისა და ბუსკივაძის მიზეზით მათი პარტიაში გაწევრიანება ვერ ხერხდებოდა. მთელმა თერჯოლამ იცის, რომ ახლანდელი დეპუტატი კახა ბუცხრიკიძე, გურგენიძის ძმაკაცია. ეს ადამიანი ხელს უშლის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მუშაობას და ცდილობს ,,ნაციონალური მოძრაობის" კადრებით დააკომპლექტოს საკრებულო და გამგეობა" - განაცხადა ქართული ოცნების წევრმა როსტომ გავაშელაშვილმა. 
 
აქციაზე შეკრებილებთან ერთადა თერჯოლის გამგებელიც, რომელიც მხარს უჭერს  გურგენიძის გათავისუფლების მოთხოვნას. 
     თავად გურგენიძის განცხადებით, იგი დაკავებული თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ის პირიქით, შეკრებილებს უწოდებს ,,ნაციონალური მოძრაობის"  აქტივისტებს.
      შეკრებილები დაშლას არ აპირებენ და არ გამორიცხავენ, რომ  გურგენიძის კაბინეტშიც შეიჭრნენ.

ავტორი: გიგა გელხვიიძე