|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოფიო ბუსკივაძე: 'ენას ძვალი არ აქვს'

თერჯოლის თვითმმართველობის შენობის წინ შეკრებილი მომიტინგეები საკრებულოს მმოქმედ თავმჯდომარეს მალხაზ გურგენიძესა და მის მოადგილეს ,,რესპუბლიკური პარტიის" ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელს სოფიო ბუსკივაძეს ,,ნაციონალურ მოძრაობასთან" თაღლითურ გარიგებაში ადანაშაულებენ.

   ,,ნიუპრესთან" საუბარში მომიტინგეთა მიერ წაყენებულ ბრალდებებს, უსაფუძვლოს და ცილისმწამებლურს უწოდებს სოფიო ბუსკივაძე.
    ,,პირველად გავიგე, რომ მე ,,ნაციონალურ მოძრაობასთან' ვარ ალიანსში, ეს არის უსაფუძვლო ბრალდება და მეტი არაფერი. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ როდესაც მირჩევდნენ, 'ნაციონალური მოძრაობის' თორმეტმა წევრმა ბიულეტენები გააბათილა, მე მგონი, ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ მე არანაირი შეხება არ მაქვს ,,ნაციონალურ მოძრაობასთან".  ამ ყველაფერზე მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია, ენას ძვალი არ აქვს" - განაცხადა ბუსკივაძემ.

ავტორი: გიგა გელხვიიძე