ადრეატიკის ზღვაში 3 ქართველს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ
ადრეატიკის ზღვაში, იტალიის ქალაქ რავენას პორტთან, ორი სავაჭრო გემი ერთმანეთს შეეჯახა. შედეგად, თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ჩაიძირა.
საგარეო სამინისტრო ,,ნიუპრესთან" საუბრისას აცხადებს, რომ გემზე საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფებოდა, მათგან ხუთი სამშვიდობოსაა გამოყვანილი, ხოლო სამი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. დაკარგულებს შორის ერთ-ერთი ქუთაისელი სასულიერო პირია. სამინისტრო ვინაობათა დასახელებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.
ავტორი: გიგა გელხვიიძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა