|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იტალიაში მამა ილია კარტოზიას ეძებენ

სვეტიცხოვლის მონასტრის წინამძღოლის არქიმანდრიტ სერაფიმეს ინფორმაციით იტალიურ მედიაში გადარჩენილთა სია გამოქვეყნდა. "სიაში ქართული გვარებიც იყო, მათ შორის მამა ილია კარტოზიასი", - განაცხადა არქიმანდრიტმა სერაფიმემ.
როგორც იტალიაში საქართველოს ელჩმა, კახა სიხარულიძემ აღნიშნა, "საქართველოს ყველა მოქალაქე ნაპოვნია, გარდა მამა ილიასი. ყველანი ნორმალურად გრძობენ თავს. იმედი მაქვს, მამა ილიაც მალე გამოჩნდება. ჩვენ სისტემატური კავშირი გვაქვს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან."
ადრიატიკის ზღვაში ბორან "ნორმან ატლანტიკს" ხანძარი კვირას გაუჩნდა. ბორანზე საქართველოს რვა მოქალაქე იმყოფებოდა, რომელთა შორისაც ერთ-ერთია მცხეთაში, დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მამა ილია კარტოზია. ამ მომენტისთვის უკვე ნაპოვნია ბორანზე მყოფი შვიდი ქართველი. ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლილია 10-მდე ადამიანი. ბორანზე სულ 478 მგზავრი იმყოფებოდა, საიდანაც მაშველებმა 200-ზე მეტის გამოყვანა შეძლეს. უმეტესობას დამწვრობები აღენიშნება, რის გამოც ისინი ადგილობრივ საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. 

ავტორი: ნიუპრესი