|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოგი წულაია: ,,პარლამენტი უნდა გახდეს ორპალატიანი"

     მოძრაობა ,,თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა, გოგი წულაიამ ქუთაისის ცენტრალურ ბაღში ორპალატიანი პარლამენტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

     წულაიას განცხადებით, აუცილებელია შეიქმნას ორპალატიანი პარლამენტი, რადგანაც ქუთაისში არსებულმა პარლამენტის შენობამ არ დაკარგოს თავისი ფუნქცია.
     ,,დღეს, მე, როგორც ქუთაისელი, გიორგი წულაია ვაკეთებ ამ ყველაფერს. ჩვენ საინიციატივო ჯგუფის სახელით შევიტანეთ პარლამენტში წინადადება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ის უკვე განიხილება, აღნიშნული ჯგუფი შედგება აპოლიტიკური და პოლიტიკური ადამიანებისაგან. არსებულ კონსტიტუციაში არის ჩანაწერი, რომ საქართველოს პარლამენტი იქნება ორპალატიანი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ.  დღეს ჩვენ ვითხოვთ, ეს ჩანაცვლდეს შემდეგით:ამოვიდეს ფრაზა-ტერიტორიული მთლიანობა, ქვედა პალატა იყოს  ქუთაისში, ზედა პალატა - თბილისში. ამ ყველაფრის განხორციელების შემდგომ ერთხელ და სამუდამოდ გაუქმდება მაჟორიტარების ინსტიტუტი, რომელიც ვიცით, რომ არც თუ ისე შედეგობრივია, ამის შემდგომ დასრულდება საუბარი თბილისში გადასვლაზე" ,- განაცხადა წულაიამ.

ავტორი: გიგა გელხვიიძე