ქუთაისელ წარჩინებულ მოსწავლეებს ოქროსა და ვერცხლის მედლები ქალაქის მერმა გადასცა
პირველ საჯარო სკოლაში, დღეს, ქუთაისელ მოსწავლეებს
ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ. ცერემონიას ქუთაისის მერი, შოთა მურღულია ესწრებოდა.
მისი თქმით, საახალწლოდ ამ ღონისძიების დაგეგმვა ძალიან სიმბოლურია.
„ეს სიმბოლური ღონისძიებაა, რომელიც აღნიშნავს, რომ
მოსწავლეს სწავლა უნდა დაუფასდეს და ასევე გამორჩეულები უნდა იყვნენ ის ბავშვები, რომლებმაც დიდ წარმატებებს მიაღწიეს. ქუთაისში წელს უფრო მეტი მედალი გადავეცით, ვიდრე გასულ წელს.
ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტად განათლებული თაობა მოდის“, - აღნიშნა ქალაქის მერმა.
მოსწავლეების თქმით, მათ ცხოვრებაში ეს უმნიშვნელოვანესი
დღეა,
„დღეს როგორც ხედავთ, გადმოგვეცა მედლები, ეს ჩემს ცხოვრებაში
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან ეს მედალი სწორედ 12 წლიანი სწავლის შედეგია.
ყველას ვუსურვებ წარმატებას“, - აღნიშნა იოსებ ოცხელის სახელობის 2-ე საჯარო სკოლის
მოსწავლემ, ანა ნარჩემაშვილმა.
გასულ წელს ქუთაისში ოქროსა და ვერცხლის მედლები 121
მოსწავლეს გადაეცათ. წელს კი მედალოსანთა რიცხვი 131-მდე გაიზარდა.
ავტორი: ასმათ ყურაშვილი