2014 წელს იმერეთის გუბერნიის ადმინისტრაციის ფაქტიურმა ხარჯებმა 994 ათას 738 ლარი შეადგინა
იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა მედიის წარმომადგენლებს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ანგარიში წარუდგინა. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 2014 წელს იმერეთის გუბერნიის ადმინისტრაციის ფაქტიურმა ხარჯებმა 994 ათას 738 ლარი შეადგინა. ზაზა მეფარიშვილმა ანგარიშის წარდგენისას ყურადღება ადმინისტრაციაში გაცემულ პრემიებზეც გაამახვილა. მისი თქმით, პრემიების ყველაზე დიდი ხვედრითი წილი 23 პროცენტი საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის სამსახურზე მოდის. შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ 2015 წლიდან გუბერნიის ადმინისტრაციას დაქვემდებარებული სამაშველო სამსახური შსს-ს დაქვემდებარებაში გადადის.
ზაზა მეფარიშვილს თქმით, 2014 წელს 100-ზე მეტი ღონისძიების ორგანიზება მოხდა,
სულ 6.8 ათასი ლარი დაიხარჯა.
"ჩვენ დავპირდით საზოგადოებას,
რომ ყველა ჩვენი ქმედება იქნებოდა გამჭვირვალე, ამიტომ მოაწყვეთ ასეთი ტიპის შეხვედრა.
2014 წელი იყო გარდამავალი, რადგან ჩატარდა არჩევნები, მუნიციპალიტეტებში ტარდებოდა კონკურსები,
ამიტომ ვიმედოვნებ, მომავალი წელი იქნება უკეთესი, ყველა მუნიციპალიტეტი იქნება ორგანიზებული
და გააკეთებს თავის საქმეს",- აღნიშნა იმერეთის გუნერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა
შეხვედრის დასრულების შემდეგ.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის 2015 წლის საწყისი ბიუჯეტი 800 000 ლარითაა განსაზღვრული.
ავტორი: ანა ჯიქია