|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზაზა მეფარიშვილმა მედიას 2015 წლის პრიორიტეტები გააცნო

მერეთის რწმუნებულმა, ზაზა მეფარიშვილმა მედიას 2014 წლის  შეჯამების შემდეგ მომავლი წლის პრიორიტეტები გააცნო. მისი თქმით, 2015 წელს სამი მიმართულება იქნება პრიორიტეტული:  საზოგადოებასთან ურთიერთობა, ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და აგრარულ სექტორში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება.
"2015 წელს ჩვენ 3 ძირითადი პრიორიტეტი გაქვს, რა თქმა უნდა, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება საზოგადოებასთან ურთიერთობა,  ასევე ტურისტული ინფრასტრუქრუტის გაუმჯობესებაზე მეტი ზრუნვა.  ვგეგმავთ  აგრეთვე  აგრარულ სექტორში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას, აქცენტი გადატანილი იქნება მცირე მოცულობის გადამამუშავებელ, შემფუთავ და სასათბურე საწარმოების გახსნაზე, რაც დასაქმებასტან ერთად შემოსავლის მიღების წყარო იქნება", - აღნიშნა ზაზა მეფრიშვილმა.
2015 წლის  საწყისი ბიუჯეტი   იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის  ადმინისტრაციაში  800 000 ლარითაა  განსაზღვრული. 

ავტორი: ანა ჯიქია