ლელა წურწუმია: ,,მე ძალიან მიყვარს ჩემი ქუთაისი"
მომღერალმა ლელა წურწუმიამ "ნიუპრესთან" საუბარში განაცხადა: ,,თქვენი სააგენტოს საშუალებით მთელს საქართველოს და განსაკუთრებით
იმერეთს და იმერეთის ვარდს - ქუთაისს, ყველა ქუთაისელს ვულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს.
გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას სიყვარულს, წარმატებებს პირად ცხოვრებაში, თქვენს
საქმიანობაში. გისურვებთ, რომ იყოთ რეალიზებულები, დასაქმებულები, გქონდეთ შემოსავალი,
სიმშვიდე და ალბათ, ის ყველა სიკეთე, რასაც ადამიანი ადამიანს უსურვებს, რასაც ადამიანი
საკუთარი თავისთვის ისურვებს. მართალია, ესე ყველაფერი არ ახდება, მაგრამ თუნდაც ათი
პროცენტიც რომ ახდეს, ამითაც კმაყოფილები ვიქნებით, ჩემო კარგებო. მე ძალიან მიყვარს
ჩემი ქუთაისი, ბევრი მეგობარი მყავს, ძალიან საყვარელი ადამიანი ჩემთვის და არაერთხელ
გამიმართავს ამ ულამაზეს ქალაქში კონცერტი და კიდევ გავმართავ. მიყვარხართ, გეფერებით
და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ".
ავტორი: გიგა გელხვიიძე