|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნანუკა ჟორჟოლიანი: ,,ვუსურვებ ყველაფერს კარგს ქალაქს, სადაც იბადებიან პოეტები, იბადება კულტურა, მწერლობა"

„ვულოცავ მთელს ქუთაისს ახალ წელს. ძალიან მიყვარს, რადგან ის ჩემი ბავშვობის საუკეთესო მოგონებებს უკავშირდება. მშობლიური განცდა მაქვს იმდენად, რომ ხანდახან ჩამოვსულვარ უბრალოდ, გემრიელი კერძის დასაგემოვნებლად, ან  ახლობლების სანახავად.  ვუსურვებ ყველაფერს კარგს ქალაქს, სადაც იბადებიან პოეტები, იბადება კულტურა, მწერლობა... საიდანაც მოდის საერთოდ, ცივილიზაცია დანარჩენ საქართველოში. მე მინდა ქუთაისელებს ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს მათი ქალაქი და ძალიან ვაფასებ ამ ქალაქის მნიშვნელობას ქვეყანაში. გილოცავთ ახალ წელს, მინდა რომ ყევლაფერი კარგი გისურვოთ“, უთხრა ნანუკა ჟორჯოლიანმა ნიუპრესს.

ავტორი: გიგა გელხვიიძე