ქუთაისის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ 24 საათიან რეჟიმში მომუშავე სამსახურებს ახალი წელი პირადად მიულოცეს
ქუთაისის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ახალი წელი ქალაქისა და მხარის იმ სამსახურებს მიულოცა, რომლებიც 24 საათის რეჟიმში მუშაობენ. შოთა მურღულია და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახურში მივიდნენ. მეხანძრეებთან ერთად შოთა მურღულიამ იმედი გამოთქვა, რომ წლევანდელი წელი განსაკუთრებულად უსაფრთხო და მშვიდობიანი იქნება ჩვენი ქალაქისათვის. სახანძროდან ადგილობრივი მთავრობა ჯერ სამხარეო პოლიციის სამმართველოში, შემდეგ კი საპატრულო სამსახურში მივიდა. ბოლოს თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საახალწლო ნობათი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ექიმებს მიუტანეს.
ახალ, 2015 წელს შოთა მურღულია, იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დათო დვალი ქუჩაში, ხალხთან ერთად შეხვდნენ.
ავტორი: ნიუპრესი