ქუთაისის მერმა 2015 წელს დაბადებული პირველი ახალშობილი მოინახულა
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ პირველი ქუთაისელი ახალშობილი მოინახულა და დასაჩუქრა. 2015 წლის პირველი ქუთაისელი ლუკა კაცაძეა. ახალშობილის დედას, ნონა კაცაძეს ქალაქის მერმა საახალწლო ნობათი გადასცა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ბიუჯეტიდან 5 000 ლარი გამოყო, რომელიც პირველ იანვარს დაბადებულ ახალშობილებზე გადანაწილდება.
„პირველი ქუთაისელი სიმბოლურად დავასაჩუქრეთ, თუმცა საჩუქარს მიიღებს ყველა ახალშობილი ქუთაისელი, რომელიც უკვე დაიბადა და დღის ბოლომდე დაიბადება. თითოეული ბავშვის დაბადება ჩვენი და ჩვენი ქვეყნის სიხარულია“, - განაცხადა ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა