|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ქუთაისში დევნილის ოჯახს საახალწლოდ ბინა გადასცა

ქუთაისში, სასტუმრო ,,მთის ბროლის“ ყოფილ შენობაში აფხაზეთიდან დევნილი დავით ხეცურიანი სამ შვილთან ერთად ცხოვრობს. რამდენიმე თვის წინ 7 წლის ელზამ, 4 წლის ვარდენმა და 3 წლის ქეთევანმა 25 წლის დედა დაკარგეს, რომელიც მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. პატარებს მამა და ბებია ზრდიდნენ. რამდენიმე ხნის წინ უბედური შემთხვევის დროს ბავშვების ბებია გარდაიცვალა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია და იმერეთის გუბერნატორის მოადგილე ალექსანდრე იოსებაშვილი დავით ხეცურიანის ოჯახს ესტუმრნენ და ახალი წელი მიულოცეს.
დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ხეცურიანების ოჯახს ბინა გადასცა, სადაც ისინი ნორმალურ პირობებში შესძლებენ ცხოვრებას.
გარდა ამისა, კომპანიამ „ელიტ ელექტრონიქსი“ ხეცურიანების ოჯახს წინასაახალწლოდ სარეცხის მანქანა და პლაზმური ტელევიზორი გადასცა. საყოფაცხოვრებო ტექნიკას ხეცურიანების ოჯახი ახალ ბინაში გამოიყენებს.



ავტორი: ნიუპრესი