კანონები, რომლებიც 2015 წლიდან ამოქმედდება
ყველა სახის სიგარეტის 20 თეთრით გაძვირება, ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავადებულო ტექნიკური დათვალიერება, ფარულ მოსმენა-მიყურადებაზე ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა და გარემოს დაბინძურებაზე 5.000 ლარიანი ჯარიმა, - ეს ის კანონებია, რომელიც 2015 წლის 1-ელი იანვრიდან შედის ძალაში.
ფარულ მოსმენა-მიყურადებაზე ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა 2015 წლიდან ამოქმედდება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს 2015 წლის 31 მარტიდან ეძლევა ფარული საგამოძიებო მოქმედების − სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების და ჩაწერის განხორციელებაზე ზედამხედველობის შესაძლებლობა, რადგან პარლამენტის მიერ მიღებული შესაბამისი კანონი ძალაში სწორედ ამ დღიდან შედის.
აღნიშნული კანონის მიხედვით, ამოქმედდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ე.წ. ორეტაპიანი ელექტრონული სისტემა, როცა ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისგან ელექტრონული თანხმობის გაცემა იქნება საჭირო.
ასევე ჩვირდება ყველა სახეობის სიგარეტი- 20 თეთრით, ფასის მატება აქციზის ზრდასთანაა დაკავშირებული.
2015 წლის პირველი ივლისიდან აქციზის გადასახადის "შერეული სისტემა" შემოდის. წარმოდგენილი მექანიზმის მიხედვით, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისათვის აქციზის განაკვეთი იქნება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული აქციზის განაკვეთის და ამ საქონლის საცალო-სარეალიზაციო ფასის 5%-ის ჯამი.
2015 წლის 1-ელი მარტიდან საქართველოში სავალდებულო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერება ხდება. საუბარია იმის თაობაზეც, რომ მანქანების ე.წ. ტექდათვალიერება, შესაძლოა, კიდევ ორი წლით – 2017 წლამდე გადავადდეს, თუმცა შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით, მთავრობას პარლამენტისთვის ჯერ არ მიუმართავს.

ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა