|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ახალი წლის დღეებმა ქუთაისში მშვიდად ჩაიარა

ახალი წლის დღეებში ქუთაისის სახანძრო-სამაშველო სამსახურში  საგანგაშო ზარი არ დაფიქსირებულა, ამის შესახებ Newpress.ge-ს ქუთაისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, დავით მოწერელიამ განუცხადა. 

"ჩვენ ვიყავით სრულ მზადყოფნაში, მაგრამ იყო სიმშვიდე, მოსახლეობას ჩვენთვის არ მოუმართვს. ახალი წელის დადგომა  საგანგებო სიტუაციების სამსახურს ქალაქის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მოგვილოცა. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ზარები არც რეგიონებიდან შემოსულა. ჩვენი დახმარება არ დასჭირვებიათ,"- განაცხადა დავით მოწერელიამ.
 შეგახსენებთ, 2015 წლიდან გუბერნიის ადმინისტრაციას დაქვემდებარებული სამაშველო სამსახური შსს-ს დაქვემდებარებაში გადადის.

ავტორი: ანა ჯიქია