ქართულ-პოლონური ახალგაზრდული ლიტერატურული ფესტივალი გაიმართება
2015 წლის 11-22 მაისს პოლონეთის რესპუბლიკაში "ქართულ-პოლონური ახალგაზრდული ლიტერატურული ფესტივალი" გაიმართება, რაც ქართველი და პოლონელი ახალგაზრდა მწერლების დაახლოვებას და ორივე ერის ლიტერატურის პოპულარიზაციას ითვალისწინებს. ფესტივალის ფარგლებში პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქებში სახელდახელო ლიტერატურული მარათონები გაიმართება. გამოცხადდება ფრაზები ქართველი და პოლონელი კლასიკოსების ნაწარმოებებიდან და მის საფუძველზე დროის გარკვეულ მონაკვეთში მონაწილეებმა უნდა დაწერონ ლიტერატურული ნაწარმოებები.
პროექტის განხორციელებას ფინანსურად მხარს უჭერს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია. შესაბამისად ტარდება შესარჩევი კონკურსი ახალგაზრდა მწერლებისა და პოეტებისთვის, რომელთაგანაც ჟიურის მიერ გამოვლენილი რამოდენიმე საუკეთესო ავტორი გაემგზავრება პოლონეთის რესპუბლიკაში ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად.
გამარჯვებული კონკურსანტები დაფინანსებული იქნებიან 100 პროცენტით.
პროექტში მონაწილეობისათვის აპლიკანტებმა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე literaturagp2015@gmail.com უნდა წარმოადგინონ:
1. საკუთარი შემოქმედება 2. ავტობიოგრაფია ( მიუთითეთ დაბადების ადგილი, დღევანდელი საცხოვრებელი, ელ-ფოსტა, საკონტაქტო ტელეფონი) 3. ფოტო 4.პირადობის მოწმობის ორივე გვერდის ასლი.
პროექტში მონაწილეობის უფლება აქვთ 18-25 წლის ჩათვლით ქუთაისში დაბადებულ ან მცხოვრებ და მოღვაწე ახალგაზრდა ავტორებს.
გისურვებთ წარმატებებს!
ავტორი: ნიუპრესი