|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საჩხერის მუნიციპალიტეტში 4 სოფლის გაზიფიცირების პროცესი მიმდინარეობს

საჩხერის მუნიციპალიტეტში 4 სოფლის გაზიფიცირების პროცესი მიმდინარეობს, მათ შორის საოკუპაციო ზოლის მახლობლად მდებარე სოფელ პერევშიც. ამ ეტაპზე ბუნებრივი აირით სულ ათასზე მეტ ოჯახს მოამარაგებენ.

მიმდინარე სამუშაოები იმერეთის გუბერნატორმა, ზაზა მეფარიშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად დაათვალიერა.

რაიონში სულ 13 ათასზე მეტი ოჯახის გაზიფიცირება იგეგემება. პროცესი 2016 წელს დასრულდება.

"პროექტი ამჟამად ხორციელდება 4 სოფელში. დაფინანსება სხვადასხვა წყაროებიდან იქნა მოძიებული. ოჯახებს საჩუქრად გადაეცემათ გაზქურა და გაზის გამათბობელი", - აღნიშნა მეფარიშვილმა. 

ავტორი: ასმათ ყურაშვილი