"ტორპედოს" ფეხბურთელებს კონტრაქტის ვადა ამოეწურათ
"ქუთაისის ტორპედოს ყველა ფეხბურთელს კონტრაქტი 7 დეკემბერს დაუმთავრდა. როცა დასრულდა ჩემპიონატის პირველი წრე, ყველა ფეხბურთელი გახდა თავისუფალი, ამიტომ ის, რომ კონკრეტულად ვინმე გაუშვეს, არაა სწორი. მთავარმა მწვრთნელმა ვინც ჩათვალა საჭიროდ, რომ მეორე წრეში ეთამაშათ, მათ დაუკავშირდა და უთხრა, რომ გაეგრძელებინათ ვარჯიში", -განაცხადა რამაზ ჩხიკვაძემ. მისი თქმით, გუნდის ახალ შემადგენლობაში ახალი სახეებიც არიან, თუმცა მათი დასახელებისაგან თავი შეიკავა. რაც შეეხება ჩამოთვლილ ფეხბურთელებს, გაბრიელ თებიძეს, ვალერი აბრამიძეს, ზაალ ელიავას, ნიკო კვასხვაძეს, ალექსი ბენაშვილს, გოგი ფიფიას, ბექა ტუღუშს, გიორგი ჭედიას და თენგიზ ჩიკვილაძეს, ჩხიკვაძის თქმით, რამდენიმე მათგანი გუნდში მართლაც აღარ ითამაშებს.
"ტორპედო" ახალ სეზონს გადახალისებული შემადგენლობით შეხვდება.
ავტორი: ანა ჯიქია