|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საფეხბურთო მატჩის დროს სამი ფეხბურთელი დაიღუპა

პაკისტანში საფეხბურთო მატჩის მსვლელობის დროს აფეთქება მოხდა. შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ფეხბურთელი, ხოლო თერთმეტმა ადამიანმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. ამის შესახებ „NDTV იუწყება.

სამართალდამცველების ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ქალაქ კალაიაში ამოქმედდა, სადაც ფრენბურთისა და ფეხბურთის მატჩები მიმდინარეობდა. ჯერჯერობით აღნიშნულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას საკუთარ თავზე არ აუღია.  

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნავაზ შარიფის შეფასებით, კალაიაში მომხდარი აფეთქება 2015 წელს პირველი ფართომასშტაბიანი ტერაქტია პაკისტანში. მისივე თქმით, მთავრობა ტერორიზმის აღმოფხვრისთვის უკვე გეგმავს ფართომასშტაბიან ღონისძიებებს.

 

 

ავტორი: ასმათ ყურაშვილი