|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ცვლილებები საფეხბურთო კლუბში “ტორპედო“

"ტორპედოს" პრესკლუბში ქუთაისის ვიცე-მერმა ნოდარ მიქიაშვილმა,  საფეხბურთო კლუბის დირექტორმა დავით ფრუიძემ და ახლად დანიშნულმა მწრვთნელმა გიორგი დარასელიამ მედიისთვის ბრიფინგი გამართეს. საფეხბურთო  კლუბს ახალი ხემძღვანელობა - მწვრთნელი, გიორგი დარსელია და აღმასრულებელი  დირექტორი - დავით ფრუიძე  ეყოლება. განახლდა ასევე გუნდის შემადგენლობა,  შეიცვალა გუნდის დაფინანსების წესიც. წლების მანძილზე  ტორპედოს“ კომპანია „ვისოლი“ აფინანსებდა,  2014  წლის დეკემბრიდან კლუბს ქუთაისის მერია აფინანსებს. ქუთაისის ვიცე მერის, ნოდარ მიქიაშვილის თქმით, “ტორპედოს“  სეზონის დასრულებამდე 800 ათას ლარზე მეტი ჩაერიცხება.

„დღეს თვისობრივად ახალ „ტორპედოს“ წარვადგენთ, გუნდში განხორცილედა ძირეული ცვლილებები. აღმასრულებელი დირექტორი იქნება დავით ფრუიძე, მთავარი მწვრთნელი გიორგი დარასელია. იქნებიან ახალი ფეხბურთელები სხვა მიზნის მისაღწევად და არა იმ მიზნის, რაც აქამდე ქონდათ. მინდა კომპანია  "ვისოლს" მადლობა გადავუხადო გაწეული სამუშაოებისთვის,“- აღნიშნა ნოდარ მიქიაშვილმა.

„ტორპედოს" მომავალ წარმატებაში დარწმუნებულია ახალი მწვრთნელი გიორგი დარასელია. „კლუბი არის  ფორმირების პროცესში. გვყავს რამდენიმე ახალი ფეხბურთელი, რამდენიმეს კონტრაქტი დაუსრულდა და აღარ გავუგრძელებთ.  მოვედი ახალი გეგმებით,“ - განაცხადა „ტორპედოს“ გიორგი დარასელიამ.

საფეხბურთო კლუბი „ტორპედო“   ადგილბორივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან  ახალი მფლობელის გამოჩენამდე დაფინანსდება.


ავტორი: ანა ჯიქია