ქუთაისში საშობაო მსვლელობა 12 საათიდან დაიწყება
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისში საშობაო მსვლელობა 7 იანვარს, 12 საათიდან დაიწყება. საშობაო მსვლელობა
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობიდან დაიწყება და ცენტრალურ ქუჩებს მოივლის.
საშობაო მსვლელობას ტრადიციული ხასიათი აქვს და წელსაც თეატრალიზირებული იქნება. მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან შეკრებილი მეალილოევებს საულიერო პირები დალოცავენ. შობას
მეალილოვეებს ქალაქის მერი, იმერეთის გუბერნატორი და ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლები მიულოცავენ. საშობაო სიმღერებს ხალხური სიმღერის ანსამბლები
„ნაი-ნაი“ და „ბერმუხა“ შეასრულებენ, თეთრ სამოსელში გამოწყობილი მეალიოევები კი საჩუქრებს შეაგროვებენ. გზადაგზა მათ ტკბილელულით და საჩუქრებით ადგილობრივებიც შეუერთდებიან.
საშობაო მსვლელობის დროს შეგროვებული
ნობათი წყალწითელას მოხუცთა პანსიონის ბენეფიციარებს გადაეცემათ.
ავტორი: ანა ჯიქია