|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა მდგომარეობაა საქართველოს გზებზე

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით საავტომობილო გზებზე მოძრაობა გართულებულია.  ამ დროისათვის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის  36-72კმ (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთზე  აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება,   დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისათვის  მოძრაობა დასაშვებია  მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
აღნიშნული რეჟიმებით მოძრაობა საპატრულო პოლიციის ზედამხედველობით და კორდინაციით ხორციელდება.

რთული მეტეოროლოგიური პირობების - ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და ნამქერის გამო, ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112, ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შეზრუდვებია ასევე მცხეთასტეფანწმინდალარსის საავტომობილო გზის ფასანაური-მლეთა-გუდაურიკობის მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ყველა მონაკვეთზე მობილიზებულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა.

ავტორი: ნიუპრესი