ადვოკატები ქუთაისის საავადმყოფოს მედიკოსების საქმიანობის შესწავლას ითხოვენ
გეგუთის #14 დაწესებულებაში ცემის შემდეგ გარდაცვლილი პატიმრის ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებულების ადვოკატები ქუთაისის საავადმყოფოს მედიკოსების საქმიანობის შესწავლას ითხოვენ. ამ მოთხოვნით უფლებადამცვლები ჯანდაცვის მინისტრს მიმართავენ.
გარდაცვლილი
პატიმრის საქმეზე მსჯავრდებულის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, რომ დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ქუთაისის ციხეში ცემის შედეგად კორტავას სასიკვდილო დაზიანებები არ გააჩნდა და მისი გარდაცვალება, სავარაუდოდ, სამედიცინო პერსონალის გუგრილობამ გამოიწვია. მისივე განმარტებით, ამ გარემოებასთან დაკავშირებით ადვოკატები პრესკონფერენციას გამართავენ.
ცემის შემდეგ გარდაცვლილი მსჯავრდებულის ლევან კორტავას საქმეზე სასამართლომ 6 პირი დამნაშავედ უკვე ცნო.
ავტორი: ნიუპრესი