|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჯვრის უღელტეხილზე სამაშველო სამუშაოებს უამინდობა აფერხებს

ჯვრის უღელტეხილზე ორი ტურისტის გამოყვანის სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახური აწარმოებს. ჯვრის უღელტეხილზე ლატვიელები ტურისტები არიან ჩრჩენილი. მაშველები მათ დასახმარებლად სპეციალური აღჭურვილობით გავიდნენ, თუმცა რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო მაშველები უკან დაბრუნდნენ. ამ დრომდე ვერ ხერხდება  ტურისტების გამოყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამინდის გაუმჯობესებისთანავე სამაშველო ოპერაცია განახლდება.

ამ დროისათვის კვლავ ჩაკეტილია კობი–გუდაურის გზის მონაკვეთი, მობილიზებულია სამაშველო ტექნიკა, თუმცა გაწმენდითი სამუშაობეის დაწყებას ისინი ძლიერი ნისლისა და ზვავსაშიში ზონის გამო ერიდებიან, სამაშველო სამსახური ამინიდის გაუმჯობესებას ელოდება.

ავტორი: ნიუპრესი