თოვლთან ერთად მოსალოდნელია ქარიც
დასავლეთ საქართველოს
დაბლობში თოვს, მცირედ წამოთოვა ქუთაისშიც.
თოვლია
საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში.
სინოპტიკოსების მონაცემებით,
თოვლის ნალექი მოსალოდნელია ხვალაც, ასევე იქროლებს
ძლიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე 20 მეტრი წამში იქნება. ძლიერი
ქარი დღის ბოლომდე შენარჩუნდება. მაღალმთიან რაიონებში, 8-9 იანვარს ზოგან მოსალოდნელია ქარბუქიც.
10 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდი იქნება,
თუმცა ყინვა გაძლიერდება. 10
იანვრის ღამეს კოლხეთის დაბლობზე მოსალოდნელია -
5 გრადუსი,
ზოგან -7 გრადუსი
ყინვა. მთაში
-13 და მაღალმთაში -18 გრადუსი.
საქართველოს
ზამთრის კურორტებზე თოვლის ნალექი 10 იანვრამდე შენარჩუნდება.
11 იანვარს დასავლეთ საქართველოში ამინდი კვლავ შეიცვლება და არამდგრადი ამინდი ქვეყნის ტერიტორიაზე 14 იანვრის
ჩათვლით გაგრძელდება.
ავტორი: ნიუპრესი