|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნატო ქათამაძე: "რა საჭირო იყო ტესტირება, თუ შედეგებს არ ითვალისწინებდნენ"

ქუთაისელმა "რესპულიკელებმა"  ადგილობრივ თვითმმართველობაში ჩატარებული კონკურსის   შედეგების გამოქვეყნების შემდეგ  თავიანთი პოზიცია სოციალურ ქსელში  დააფიქსირეს.   "ბევრ ღირსეულს უთხრეს უარი და ამას მალე გამოვაქვეყნებთ. სამაგიეროდ, ბევრი ისეთიც დაინიშნა,  რომელიც წლების განმავლობაში ნაციონალების ბინძურ დაკვეთებს ასრულებდნე", - ნათქვამია "ქუთაისელი რესპუბლიკელების"ოფიციალურ ვებ გვერდზე.  ამასთან დაკავშირებით "Newpress.ge" ქუთაისის საკრებულოს "რესპუბლიკელ"  წევრს  ნატო ქათამაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, რაც გამოქვეყნდა იყო იმ ადამიანების პოზიცია, რომლებიც კონკურსში იღებდნენ მონაწილეობას, მაღალი ქულებიც მიიღეს და თვლიან, რომ უსამართლოდ დაიჩაგრნენ.

 "ამ ეტაპზე თავს ვიკავებ მკვეთრი განცხადებისაგან, დღეს გამოვითხოვე ინფორმაცია დანიშნული ადამიანებისა და მათი ქულების შესახებ, როდესაც დეტალებში გავერკვევი , შემდეგ  გავაკეთებ ოფიციალურ განცხადებას.    ჯერჯერობით შემიძლია ვთქვა, რომ  ჩვენი პარტიის წევრებს, რომლებსაც  51 და 53  ქულა ჰქონდათ,  უარი ეთქვათ და იმავე პოზიციებზე  დაინიშნენ  უფრო დაბალი  ქულის მქონე ადამიანები.     არ ვსაუბრობ მხოლოდ  "რესპუბლიკელებზე",  მე ვიცი   "ქართული ოცნების" წევრებიც, რომლებმაც მაღალი ქულები მიიღეს და  სამსახურების გარეშე დარჩნენ.  რა საჭირო იყო ტესტირება,  თუ შედეგებს არ ითვალისწინებდნენ, მაშინ მარტო  გასაუბრებით დაენიშნათ", - აღნიშნა  "Newpress.ge"-თან საუბრისას  ნატო ქათამაძემ.

 

 

ავტორი: ანა ჯიქია