ჯვრის უღელტეხილზე ჩარჩენილი ტურისტები მაშველებმა გამოიყვანეს
ჯვრის უღელტეხილზე ჩარჩენილი ტურისტები მაშველებმა გამოიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამაშველო სამუშაოები რამდენიმე საათი მიმდინარეობდა. დილიდან გუდაურში მიმავალი გზა გაიწმინდა, თუმცა ტრანსპორტი შეფერხებით გადაადგილდებოდა. შეფერხების მიზეზი უამინდობა და ცალმხრივი მოძრაობა იყო, რა დროსაც ავტომობილები მორიგეობით გადაადგილდებოდნენ.
გუდაურში ამ დრომდე რჩებიან ლარსის გზით შემოსული ტურისტები. იმის გამო რომ თოვლის საფარი მაღალია, გზები დაკეტილია, რის გამოც ტურისტები კურორტს ვერ ტოვებენ.
დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად გუდაურში შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც 24 საათი იმუშავებს და რეგიონში მიმდინარე სამუშაოებს კოორდინაციას გაუწევს.
ავტორი: ნიუპრესი